დუშეთში მიხა ხელაშვილის ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა

დუშეთის მუნიციპალიტეტში დღეს, ქართველი სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების პარტიზანული მოძრაობის მონაწილისა და „შეფიცულთა რაზმის'' წევრის მიხა ხელაშვილის 120 წლის იუბილის და მისი ხსოვნის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ადგილობრივებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრების გარდა, ღონისძიებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციულად დუშეთის ძველი სასამართლოდან დაიწყო, სადაც ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი მიხა ხელაშვილის ცხედარი ორი კვირის განმავლობაში ღია ცის ქვეშ განისვენებდა და შემდეგ მისმა დამ, სალომემ, ნეშტი ჩარგალში დასაკრძალად მოიპარა. ამ ინიციატივის ავტორი მიხა ხელაშვილის შთამომავალი და ვაჟა-ფშაველას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე ლელა რაზიკაშვილია, რომლის თქმითაც, სალომეს გმირულად მძიმე გზა - ქალაქ დუშეთიდან სოფელ ჩარგლამდე, ყველამ დღესასწაულით უნდა გაიაროს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები, სახალხო მთქმელები, მიხა ხელაშვილის პოეზიის თაყვანისმცემლები, რომელთაც მისი შემოქმედება გაიხსენეს, ისაუბრეს მიხა ხელაშვილის გმირულ ღვაწლსა და მისი მაგალითის მნიშვნელობაზე მომავალი თაობებისათვის. ჩარგალში ახალგაზრდების ჯგუფმა ნუკრი მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნება - ხრიდოლი წარმოადგინა. მიხა ხელაშვილის საფლავზე პარაკლისი კი ფშავ-ხევსურეთის და თიანეთის მიტროპოლიტმა მიქაელმა გადაიხადა“, - ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს