სი ძინპინი - ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება

ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ პოლიტბიუროს შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელეს.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი - 1,975-ია.

ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა კანადაში. ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, დაინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცი ჩინეთიდან ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა და მეორე დღესვე საეჭვო სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა