მეუფე გრიგოლი ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვაზე - აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში

მე აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაინტერესდება თუ არა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვის საკითხით.

,,მე აუცილებლად დავინტერესდები და შევეცდები გავერკვე დეტალებში. მე არა ვარ არასამთავრობო ორგანოს წარმომადგენელი, არც დამოუკიდებელი ექსპერტი, მე თვითონ ამ ინსტიტუციის წარმომადგენელი ვარ ეკლესიისა და ბუნებრივია, ჩემი მხრიდან ასეთი დაპირისპირების ფორმატში საუბარი არ იქნებოდა სწორი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ მოსწონთ და შეიძლება მეც ასევე რაღაც არ მომწონდეს. მე ვეცდები, კონკრეტულად ამ საკითხით დავინტერესდე და გავარკვიო“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ, არის თუ არა მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება შურისძიების გაგრძელება, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლება აქვს.

,,საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი. ნუ მთხოვთ ისეთ კომენტარებს რაც სიტუაციას უფრო დაამძიმებდა. მე მაქსიმუმი ვთქვი რაც გითხარით“,- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა