მაშველებმა მდინარე ლაჯანურადან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან საძიებო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ცაგერში, სოფელ ჩხუტელასთან წყალსაცავის მიმდებარედ გადავარდნილ ავტომობილში მყოფი სამი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში მომხდარის შესახებ შეტყობინება 23 იანვარს შევიდა.

ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა სამი მოქალაქე, არხში ჩავარდა და დინებამ წყალგამტარ გვირაბში შეიტანა.

"ადგილზე სამი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სამაშველო ღონისძიებები. მაშველებმა პირველსავე დღეს იპოვეს ერთი გარდაცლილი მამაკაცის ცხედარი. მეორე დღეს მოხერხდა კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქის პოვნა. საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე მამაკაცის ცხედარს მიაკვლიეს. წყალსაცავის მიმდებარედ მუშაობდნენ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მაშველთა ჯგუფები.

თბილისიდან შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა განსაკუთრებულ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი შესაბამისი სპეც ტექნიკით. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ მყვინთავთა ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აწარმოებდა ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს",-ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: მაშველებმა მდინარე ლაჯანურადან 25 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს