გიგა ბოკერია - ოპოზიციის მიზანია, ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა გონს მოეგოს ივანიშვილი

„ქართული ოცნება“ მაინც ვერ მოიპოვებს ძალაუფლებას, ეს გამორიცხულია ნებისმიერი სისტემის პირობებში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, შეხვედრების მორიგი რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული, მაგრამ რამდენიმე წინადადება, თუ როგორ შეიძლება წარმომადგენლობითობა იყოს პროპორციული უკვე წარმოდგენილი აქვთ.

„შეხვედრების მე-5 რაუნდის თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შედგება. ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის მიზანია ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა გონს მოეგოს ივანიშვილი, თუ ის არ მოეგება გონს ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ წინადადებები დასმული გვაქვს, ველოდებით ოდირი-ს დასკვნას, მაგრამ უკვე წარმოვადგინეთ რამდენიმე წინადადება, თუ როგორ შეიძლება მივაღწიოთ იმ შედეგს, რომ წარმომადგენლობითობა იყოს პროპორციული და შეუძლებელი იყოს მხარდაჭერის მესამედით უმრავლესობის მოპოვება ნებისმიერი ძალისთვის, ეს წინადადებები უკვე დასმულია და ისინი უნდა მოეგონ გონს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა