ბათუმში ე.წ. რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

"ახალგაზრდა მწვანეებისა" და საზოგადოება "ბათუმის" ინიციატივით, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ ე.წ რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

მათ მიაჩნიათ, რომ სანაპიროზე კორპუსების მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს და იგი რეკრეაციულ ზონად უნდა დარჩეს.

"ე.წ რივიერას ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოები ვფიქრობ, რომ დაიწყო, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. როგორც იქ მცხოვრები, პროცესებს ვადევნებ თვალს. როგორც გავიგე, ერთი კორპუსის მშენებლობისთვის ნებართვა გაცემულია. არა მაღალსართულიან შენობებს ე.წ რივიერას ტერიტორიაზე! სანაპიროზე მშენებლობა ეკოლოგიურ საფრთხეს შეიცავს და იგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად უნდა დარჩეს",- განაცხადა სალომე ცეცხლაძემ.

"ბეტონყმობა" "რიჟვახე" "ჩვენ გვინდა მწვანე ზონა",- ამ ლოზუნგებით საზოგადოება "ბათუმისა" და "ახალგაზრდა მწვანეების" წევრებმა ბათუმში მსვლელობაც მოაწყეს და ე.წ რივიერას ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შემოსაზღვრულ სამშენებლო ღობეზე წარწერები დატოვეს და მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს.

"ერთად დავიცვათ ეს ქალაქი, დავიცვათ საჯარო სივრცეები და დავიბრუნოთ ე.წ რივიერას ტერიტორია, სადაც ცათამბჯენების მშენებლობა იგეგმება. ჩვენ გავაგრძლებეთ პროტესტს",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში "ახალგაზრდა მწვანეების" აქცია გაიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა