მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია - ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია

სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მონასტრის წინამძღვარი იყო, სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ ანდრია სარიასთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მამა ანდრია სარიამ ეს გზა თავად აირჩია.

„15 წელია ვიცნობ. ერთად ვსწავლობდით სასულიერო აკადემიაში, ვცხოვრობდით, პანსიონში და ვიცნობ კარგად. სამჯერ შევთავაზე დარჩენა, მეც მაინტერესებდა ეს სულიერება, წიგნების გამოცემა და მე შევთავაზე დარჩენა აქ. ერთად გაგვეგრძელებინა მსახურება, მაგრამ თვითონ არჩია ეს გზა. მონასტრის წინამძღვარი იყო. სულიერების ცენტრის დირექტორი და ვუთხარი, დარჩი, ერთად გავაგრძელოთ მსახურება, მაგრამ აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია მეუფე პეტრესთან ერთად. შემდეგ დადიოდა შიომღვიმის მონასტერში მეუფე პეტრესთან. მეუფე პეტრესთან, მუშაობდა არქივში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მაგის მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ, ორჯერ გაფრთხილება.... ეს არ იყოს შურისძიება, ეს არის კანონიკა. სამი თვეა ამ ეპარქიაში ვარ, არავინ დამისჯია, არც შენიშვნა და არც გაფრთხილება მიმიცია რომელიმე ბერისთვის, ან მონაზვნისთვის. ყოფილიყო აქ მონასტერში, იქნებოდა მწირველი მღვდელი და წინამძღვარი. თავად აირჩია ეს გზა. რამდენჯერ მისცეს შენიშვნა და გააფრთხილეს. ეს ყველაფერი ერთადაა: მისი არჩევანი, მისი განცხადება, მისი ცხოვრება და ასეთი შედეგი, სამწუხარო, მაგრამ ასეა“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

მეუფემ საკვირაო წირვა-ლოცვა დღეს აბაშაში აღავლინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა