იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ესტუმრნენ

იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ესტუმრნენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუმრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი დახვდნენ.

მათივე ცნობით, ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩატარდება.

„27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას დაათვალიერებენ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რექტორატს შეხვდებიან. იმავე დღეს სტუმრები წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ პრომეთეს მღვიმეს, თერმულ აბაზანებს და სანატორიუმებს. კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ვიზიტის ფარგლებში ასევე გახსნიან ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს, ეწვევიან იმერეთის დმო-ს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMTex სამკერვალო კომპანიას, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სტუმრებს იმერეთს 29 იანვარს დატოვებენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს