ანონსი 27 იანვარი

27 იანვარს, 10.00 საათზე მთავარ პროკურატურასთან, „ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საპროკურორო საბჭოს სხდომა

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

27 იანვარს, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენს.

27 იანვარს, 10:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი და კომპანია „ფრონტერას“ დასაქმებულები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ და მედიის წარმომადგენლებს ბრიფინგზე მშრომელთა მოთხოვნებს გააცნობენ. ბრიფინგზე ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებას ასევე გააცნობს წერილს, რომლითაც ის აშშ-ის სენატსა და კონგრესს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, ამერიკული კომპანია „ფრონტერასთან“ დაკავშირებით მიმართავს.

პარლამენტის B კორპუსი მე-2 სართულის ფოიე (ბიუროს წინ).

27 იანვარს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, გიგი წერეთლის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საერთაშორისო ზეწოლა.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

27 იანვარს, 11:00 საათზე, „2020NEWS“-ის პრესკლუბში გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გენერალური პროკურორის არჩევნები და გახმაურებული საქმეები.

მის: პეკინის ქ.#34, ბიზნესცენტრი საბურთალო, მესამე სათული

საკონტაქტო: 514 33 49 49

27 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკა. ავარიების გამომწვევი ყველაზე ხშირი, სავარაუდო მიზეზები. რეკომენდაციები - რა უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 იანვარს, 11:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული, რომელიც მალხაზ თოფურიას სახელით მოქმედებდა.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

27 იანვარს, 11:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, (ყოფილი ავლაბრის რეზიდენცია) დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქ. N1 (შემოსასვლელი ცუცქირიძის ქუჩის მხრიდან)

საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599 499 004

27 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის ბრიფინგი გაიმართება

თემა: „2020 წლის არჩევნები“.

პარლამენტის B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

27 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ავტოსაგზაო შემთხვევების 1 წლის სტატისტიკა: ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. ავარიების გამომწვევი ყველაზე ხშირი, სავარაუდო მიზეზები. რეკომენდაციები - რა უნდა გაკეთდეს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

27 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 იანვარს, 12:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან ადამიანის უფლებათა ცენტრი საპროტესტო აქციას გამართავს.

27 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჰოლოკოსტის 75-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.ღონისძიებას საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების #2

27 იანვარს, 13.00 საათზე, აშშ-ს მიერ განათლების რეფორმის მხარდამჭერი 7 მილიონი დოლარის ხუთწლიან პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: უზნაძის 52

27 იანვარს, 14:00 საათზე, წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.

მის: დაბა წეროვანი

საკონტაქტო პირი: თეო ჭონიშვილი 577190087 სალომე ჩხეიძე 555505758

27 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ქარდავას, ილია გამგებლის და დავით ქოქიაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

27 იანვარს, 15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურასთან დაკავშირებით გაიმართება საჯარო უწყებების ზეპირი მოსმენა გაიმართება

პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

27 იანვარს, 15:30 საათზე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების 2, ქ.თბილისის საკრებულოს შენობა, „თამარ მეფის“ დარბაზი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა