მედია ტრამპის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტი უკრაინის ელჩზე საუბრობს: „მოიცილეთ თავიდან, ხვალვე მოაშორეთ!“

საერთაშორისო მედია აშშ-ის პრეზიდენტის, 80-წუთიან სკანდალურ ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც დონალდ ტრამპი „ტრამპ ჰოთელში“ სადილს ესწრება. ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის ლიდერი უკრაინის საკითხზე საუბრობს.

„რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს?“-კითხულობს ტრამპი, რაზეც დაუდგენილი პირი პასუხობს - „ჩვენს გარეშე, დიდხანს ვერ“.

„ჩვენს გარეშე. ყველას ჩვენ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ“,-აცხადებს ტრამპი და შემდეგ ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებს, რომ ვაშინგტონთან ერთად ამ ტვირთს არ ინაწილებენ.

ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ გასცემს აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანებას გააძევონ უკრაინის ელჩი.

„მოიცილეთ თავიდან! მოაშორეთ ხვალვე. არ მაინტერესებს. ხვალვე მოაშორეთ. მოიცილეთ! გასაგებია? ასე მოიქეცით“,-ამბობს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი უკვე დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა