გია ჟორჟოლიანი - "ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია ამოწურა, მან ხელისუფლება უნდა დათმოს

დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს, ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს, - ამის შესახებ პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დამარცხებით თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

ჟორჟოლიანის თქმით, "ქართული ოცნება" საპროტესტო მოძრაობად დარჩა.

"ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია ამოწურა. მან ხელისუფლება უნდა დათმოს. დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან "ქართული ოცნების" მისამართით კრიტიკა, მოწოდებები, რომ მან არსებული ვითარება გამოასწოროს - ფუჭია. ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც კარგად ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა - დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი. ეს მართლაც ისტორიული მოვლენა და "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა“, - განაცხადაჟორჟლიანმა.

მისივე შეფასებით, „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, ქვეყანა წაეყვანა განვითარების გზით.

„ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 8 წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება - სამწუხაროდ, ესაა დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

პარტია "ქართული ოცნება" თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნება“ არ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ უნდა შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინიციატივებს, ძალებს, ჯგუფებს შეცვალონ ოცდაათწლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც აზარალებს ჩვენს მოსალხეობას, არა "ნაციონალურ მოძრაობას“ - დღეს აღარ არის საკმარისი. ხალხმა 2020 წლის არჩევნებში უარი უნდა უთხრას, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე "ქართულ ოცნებას" - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის