ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე - ექიმებს ფიცი გვაქვს დადებული და საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს

დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შეასაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

„ამის შესახებ ინფორმაცია მე წავიკითხე პრესიდან, მაგრამ მინდა დავაფიქსირო, რომ დღემდე არ ყოფილა არც ერთი ექიმის მხრიდან გაცხადებული უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გაეწიათ შესაბამისი სამუშაოები სასაზღვრო ზონებზე, ვინაიდან ისინი დგანან არა მხოლოდ აეროპორტებში, არამედ სახმელეთო და საზღვაო შემოსვლის წერტილებში. ჩვენს ექიმებს ყველას გვაქვს დადებული ფიცი და ჩვენ ყოველთვის საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის საერთაშორისო ჯანდაცვის მხრიდანაც არ ყოფილა განსაკუთრებული მითითებები იმის შესახებ, რომ აეროპორტებში მკაცრი რეგულაციები დაგვეწესებინა, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც დაფიქსირდება რისკის მქონე პაციენტები, შემოწმება განხორციელდება ექიმების მხრიდან სრული აღჭურვილობით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა