პალესტინა ტრამპის მიერ შუა აღმოსავლეთის გეგმის გამოცხადების პარალელურად, „მრისხანების დღეს“ გამართავს

პალესტინა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შუა აღმოსავლეთის სამშვიდო გეგმის გამოცხადების პარალელურად, „მრისხანების დღეს“ გამართავს. როგორც ცნობილია, სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მედია „საუკუნის შეთანხმებად“ მოიხსენიებს, ქვეყნის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის ოპონენტ ბენი განცთან შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება.

აშშ-ში გამგზავრებამდე, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მედიასთან განაცხადა, რომ ეს „ისტორიული მოვლენაა“ და ისრაელს „აშშ-ზე დიდი მეგობარი არასდროს ჰყოლია“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდებული სამშვიდობო გეგმა“ აქვს, რომელსაც სამშაბათს გაასაჯაროვებს. მისი თქმით, შესაძლოა „ თავდაპირველად პალესტინის რეაქცია ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიური იქნება“.

თემაზე კომენტარი პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნაბილ აბუ რუდეინაჰმეც გააკეთა და განაცხადა, რომ პალესტინა „აფრთხილებს ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა