ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეჩერების საკითხს დააყენებენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენებენ საკითხს, რომ რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, საკითხს ქართული დელეგაციის ყველა წევრი - როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელი მხარს დაუჭერს.

„გუშინ და დღეს დილით ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან. ჩვენი გეგმაა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით საკითხი დღეს გამოდის პლენარულ სესიაზე და ჩვენ ყველა მხარს დავუჭერთ ამ საკითხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაიწყოს პროცედურა ამ საკითხის გადასახედად და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ინიციატივა წარმატებული იქნება. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა რაც მთავარია, ეს პროცედურა უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა კობახიძემ.

კითხვაზე, რა ძირითადი გზავნილები გაჟღერდება ქართული მხარის მიერ, კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს:

„ჩვენ ამ ფორმატს, ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში ოკუპაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან, გავატაროთ. შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს. ასევე, ჩვენს მეგობრებთან და კოლეგებთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ყოველ წელს, ზამთრის სესიის გახსნისას ხდება ევროპის საბჭოს დელეგაციების უფლებამოსილების ცნობა. რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეჩერებული ჰქონდა, თუმცა ბოლოს დაუბრუნდა.

იხილეთ ვიდეო: ევროსაბჭოს დღევანდელ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის შეჩერების საკითხს დააყენებენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა