ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის რამე სპეციფიკური მკურნალობა, ვაქცინა ან მედიკამენტი, რომელიც ვირუსის ამ ქვეტიპზე მოქმედებს, არ არის

კორონავირუსის რამე სპეციფიკური მკურნალობა, ვაქცინა ან სპეციფიკური მედიკამენტი, რომელიც ვირუსის ამ ქვეტიპზე მოქმედებს არ გახლავთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროს მკურნალობა რეკომენდებულია ისე, როგორც ეს მიმდინარეობს ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების დროს.

„დღესდღეობით ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 5-დან 14 დღემდე, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა სიმპტომები და განსაკუთრებით თუ ის ჩინეთშია ნამყოფი, აუცილებლია ექიმის გადაუდებელი კონსულტაცია და მისი რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდება გაღრმავებული დიაგნოსტიკა და მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ამ დროს რეკომენდებულია ის მკურნალობა, რაც არის ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების დროს, ანუ სიმპტომური მკურნალობა, როგორც ვმკურნალობთ ვირუსული ეტიოლოგიის რესპირატორულ ინფექციას ისე მიმდინარეობს მკურნალობა. რა თქმა უნდა, ყველა ეპიდემიოლოგიური წესის დაცვით, რომელიც გულისხმობს იზოლირებას, რომ არ გავრცელდეს ინფექცია, მათი მკურბნალობა ბოქსირებულ განყოფილებაში შესაბამისი დამცავი საშუალებებით, ეს ყველაფერი ქვეყანას აქვს და ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა