გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე ქერეს მოსახლეობა სოფლის შესასვლელში აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინაშე რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, კერძოდ, სასოფლო გზების მოწესრიგებას, სოფლისთვის მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას და სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობების აშენებას.

,,სოფელში არანაირი საყოფაცხოვრებო პირობები არ არის შექმნილი, მოსაგვარებელია უამრავი პრობლემა, მოსაწესრიგებელია გზები, წყალი, მაღალმთიანი ზონის სტატუსი რამდენჯერმე მოვითხოვეთ. ასევე, ასაშენებელია საბავშვო ბაღი, სარემონტოა სკოლა, მიტოვებულები ვართ და ყურადღების მიქცევა ამ ფორმით გადავწყვიტეთ“, - აცხადებენ ქერეს მცხოვრებლები.

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ქერეს მცხოვრებელთა პრობლემები იდენტიფიცირებულია, მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ მერიის წარმომადგენლები და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უკვე არაერთი ნაბიჯია გადადგმული.

„ქერელებს არაერთხელ შევხვდით, იდენტიფიცირებულია სოფელში არსებული ყველა პრობლემა და დაწყებულია მუშაობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ამ დროისთვის უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. სასოფლო და შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გეგმაშია ჩასმული და სრულად მოგვარდება, წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებითაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, სოფელ ფლავში სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორედ ქერეში დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. რაც შეეხება სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობებს, აღნიშნულის შესახებ რამდენჯერმე იყო განხილვა შესაბამის უწყებებთან და ეს საკითხი გადაცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის. სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი მოგახსენებთ, რომ აღნიშნულის განხილვაც დასრულდა, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სულ მალე, სოფელი ქერე მაღალმთიანი ზონის სტატუსით ისარგებლებს. აქვე გეტყვით, რომ სოფლის მოსახლეობა სარგებლობს სათბობი ვაუჩერებით (200 ლარის ოდენობით თითოეულ ოჯახზე), სტუდენტები სარგებლობენ ყველა შეღავათით, რაც გათვალისწინებულია გამყოფ ხაზთან მცხოვრებელთათვის, ასე რომ, ქერე ნამდვილად არ არის ხელისუფლების ყურადღების მიღმა“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო