ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, რომლის შედეგადაც 9 ადამიანი, მათ შორის NBA-ის ლეგენდა, კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯაიანა დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. CNN-ის ინფორმაციით, კვირას დილით, ლას ვეგასის პოლიციამ საკუთარი ვერტმფრენების დაშვების ბრძანება გასცა, რადგან ნისლისა და ღრუბლიანობის გამო, ამინდი ფრენის მინიმალურ სტანტარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.

რაც შეეხება სხვა დაღუპულებს, მათ შორის არიან Orange Coast College-ის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი ქალიშვილი ალისა და ცოლი კერი. დაღუპლულთა შორისაა მწვრთნელის ასისტენტი, ქრისთინა მოუსერი.

მედია ბრაინტის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სპორტსმენი თავის ქალიშვილზე საუბრობს. „საუკეთსო რაც შეიძლება მოხდეს არის ის, რომ გარეთ გადიხარ, გარშემო ყველგან გულშემატკივრები არიან და ის ჩემს გვერდით დგას“,-ამბობდა ბრაიანტი.

კობი ბრაიანტი, 41 წლის ლეგენდა, აქტიური სპორტიდან 2016 წელს წავიდა. ის 18-ჯერ იყო NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ შემადგენლობაში.

კობი ბრაიანტი გუშინ ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა