რატი იონათამიშვილი - საზოგადოებაც ხედავს, რომ კონგრესმენების და სენატორების  წერილებში არაერთ უზუსტობას აქვს ადგილი

ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ ამ წერილებში არაერთ უზუსტობას აქვს ადგილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული კონგრესმენის აზრი. ამასთან, ფრაქციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული მოსაზრებების მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობაა, ეს კი მისი თქმით, შეიძლება იმ წყვეტით იყოს გამოწვეული, რომელიც საქართველოს პარლამენტს საგარეო მიმართულებით აქვს.

„პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ოფიციალური ვაშინგტონისა და ცალკეული კონგრესმენების განცხადებები. არ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენოთ ცალკეული კონგრესმენების განცხადებები და ოფიციალური ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის მიუხედავად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს თითოეული კონგრესმენი. თუკი ადგილი აქვს ცალკეულ უზუსტობებს, ცხადია, ამაზე გვექნება მეტი თანამშრომლობა. სულ მალე შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტიც იგეგმება. ჩვენ ვაფასებთ კონგრესმენების მხრიდან გაკეთებულ თითოეულ განცხადებას და ვაანალიზებთ მათ. ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ ამ წერილებში არაერთ უზუსტობას აქვს ადგილი. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ პარტიული ხაზითაც მუშაობა, რათა მათ ობიექტური და შესაბამისად, ჩვენთვის პოზიტიური დასკვნები გააკეთონ. კომუნიკაციის ერთ-ერთი ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის წყვეტა, რაც ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით გვაქვს. ამიტომ ამ მხრივ მუშაობა უნდა გავააქტიურით. ეს პირველ რიგში, სჭირდება არა პარტიას, არამედ - საქართველოს“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა