მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის

ჩინეთი, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ, აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის, - ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ალუვია, რომელიც ლოპინავირისა და რიტონავირის ნაერთია, პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.

მათივე ცნობით, ვიდრე ეფექტური ანტი-ვირუსული პრეპარატი შემუშავდება, გარკვეულ პაციენტებზე გაიცემა რეკომენდაცია, მიიღონ აღნიშნული პრეპარატი.

სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტის“ ინფორმაციით, კლინიკური კვლევის შედეგები მედიკამენტის ტესტირების შესახებ უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ახალ კორონავირუსს, რომელიც დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ამ დროისთვის 81 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა