დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სემეკი ელექტრომობილების დამუხტვის ახალ წესს შეიმუშავებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სემეკი ელექტრომობილების დამუხტვის ახალ წესს შეიმუშავებს. ნარმანიას თქმით, სემეკი ევროპულ გამოცდილებას სწავლობს და ახალი რეგულაციები ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებით შემუშავდება.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ პაელამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვენიჭა უფლებამოსილება, რომ დავადგინოთ სპეციალური წესი ელექტრომობილების დამტენებთან და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროპულ გამოცდილებას ვსწავლობთ და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებით, ამ წესს მიმდინარე წლის განმავლობაში მივიღებთ. ეს იქნება ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება რეგულირებული. მიერთების სპეციალური წესები დადგინდება ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა