მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ბრიტანელ ველო-მოგზაურს როან კემბელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, თბილისში ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით გამართულ შეხვედრას სასტუმრო Best Western Gudauri-ის, „ფაბრიკას,“„ციტრუსის“ და ველო-კომპანია Bikes.ge-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სასტუმროებისა და ველო-კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმართ-მასპინძლობა გამოხატონ.

როან კემბელს ველო-კომპანია Bikes.ge-მ ბრიტანელ მოგზაურს საჩუქრად ახალი ველოსიპედი შესთავაზა, რომელიც სამოგზაურო სტილისაა და სპეციალური მოდიფიცირებით გამოირჩევა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, სასტუმრო „ციტრუსი“ და ჰოსტელი „ფაბრიკა“ ბრიტანელ ველო-მოგზაურს თბილისში უმასპინძლებენ, ხოლო სასტუმრო „Best Western Gudauri“ სამთო კურორტის 2 დღიან საგზურს გადასცემს, ჩაუტარებს ქართული კერძების მასტერკლასს.

„დღეს ჩვენ შევხვდით ბრიტანელ ტურისტს, ამ შეხვედრას ჩვენი ინიციატივით ესწრებოდა ყველა ის ადამიანი, რომელმაც გამოხატა სურვილი სხვადასხვა სახის საჩუქარი გაუკეთოს მოგზაურს, ეს არის ველოსიპედის ჩუქების მზადყოფნა, ასევე თბილისსა და გუდაურში რამდენიმე ღამით სასტუმროში განთავსება, ქართული ვახშამი და ა.შ.

ჩვენთვის მთავარი იყო ველო-მოგზაურისთვის შეგვექმნა ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მუდმივად ექმნებათ ტურისტებს, როდესაც საქართველოში მოგზაურობენ და რა თქმა უნდა შეხვედრის მიზანიც იყო კიდევ უფრო მეტად წამოგვეწია ის ქართული სტუმართმასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მოგზაურ როან კემბელის განცხადებით, ქართულმა სტუმართმოყვარეობამ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონისაა.

„მე ძალიან მოხარულ ვარ, რომ დღეს შევხვდი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვან პირებს. ძალიან მოხარულ ვარ იმ ყურადღებით, რომელიც მათ გამოხატეს.

ქართულმა სტუმართმოყვარეობამ დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი დონის არის, მე ვიცოდი, რომ ქართველები მეგობრულები არიან, მაგრამ ჩემს მიმართ გამოხატულმა ყურადღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, - აცხადებს როან კემბელი.

ცნობისთვის, ბრიტანელი მოგზაური სინგაპურიდან საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ველომრბოლელი დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს მოგზაურობს. ველოსიპედისტმა 11 ქვეყანა მოიარა და 7500 კმ უკვე დაფარა.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს