სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი გრემისხევის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყო. განსახორციელებელ პროექტებს საერთო კრებებზე, თავად მოსახლეობა შეარჩევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ძირითად პრიორიტეტად სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია გამოიკვეთა.

„დღეს, 27 იანვარს, საოკუპაციო ზოლთან მდებარე გრემისხევის ხეობის მოსახლეობას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილთან ერთად შეხვდა. მან ძველი ბურღულების, ქარქუშაანის და ახალი ბურღულების მაცხოვრებლებს პირადად მიაწოდა ინფორმაცია „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ და აღნიშნა თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივად დახარჯვის მნიშვნელობა.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელეს არსებულ პრობლემებზეც. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს