ანონსი  28 იანვარი

28 იანვარს, 09:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“-ს (Energy Week Georgia 2020) გახსნის.

მის: თელავის ქ.20

28 იანვარს, 10:00 საათზე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს გახსნის.

28 იანვარს, 10:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფორდის (GGF) ერთობლივი პროექტის დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: პროფესიული განათლების დივერსიფიცირებული დაფინანსების მექანიზმების განხილვა.

მის: თელავის ქ. #20

28 იანვარს, 10:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიებას დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქ. #1

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591705481

28 იანვარს, 10:30 საათზე, პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ოგბაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი კორონავირუსი

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

28 იანვარს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ანგარიში.

მის: ნოე რამიშვილის ქ. N38

28 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოლაპარაკებების მორიგე რაუნდი ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის - მმართველი გუნდის შეთავაზება საარჩევნო მოდელზე.

უთანხმოება გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო - არის, თუ არა უთანხმოება ოპოზიციურ ერთობაში და რა ფორმატით გაგრძელდება თანამშრომლობა.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 იანვარს, 11:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავენ.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

28 იანვარს, 11:00 საათზე, „ფაბრიკაში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით დისკუსია: „ადმინისტრაციული დაკავება - ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“ გაიმართება.

მის: სასტუმრო ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. #8, (Jungle Room)

28 იანვარს, 11:00 საათზე, ვეტერანი მორაგბეები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: რაგბის კავშირში დაგროვილი პრობლემები და პრეზიდენტის არჩევნები.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

28 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ერთი ევროპა ერთი კავკასია“ („One Europe One Caucasus“) პროგრამის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: სანაპიროს ქ.4

28 იანვარს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება ჩატარდება.

28 იანვარს, 11:15 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ოთარ კახიძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საოკუპაციო ზოლთან მიმდებარე სოფლები

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

28 იანვარს, 11:30 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით ბეჟან გუნავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს ლევან მარეხიშვილს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ ბეჟან გუნავა გააკეთებს განცხადებას მედიისთვის.

28 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მოლაპარაკებების მორიგე რაუნდი ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის - მმართველი გუნდის შეთავაზება საარჩევნო მოდელზე.

უთანხმოება გრიგოლ ვაშაძის განცხადების გამო - არის, თუ არა უთანხმოება ოპოზიციურ ერთობაში და რა ფორმატით გაგრძელდება თანამშრომლობა.

„გირჩის“ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და შეთავაზება ახალი ფორმატის შესახებ.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 იანვარს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე მერიაში განცხადებას შეიტანს.

თემა: აქციის ჩატარების მოთხოვნა

28 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 12:00 საათზე, უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და თემურ გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

28 იანვარს, 12:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, (პირველი რესპუბლიკის მოედანი)

28 იანვარს, 14:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.

28 იანვარს, 14:00 საათზე, არჩევნების და ადამიანის უფლებების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიფინგს გამართავენ, რომელიც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დისკუსიის განახლებას და საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ეხება.

მის: ჭოველიძის ქ.10

28 იანვარს, 15:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი 45 ა

28 იანვარს, 15:00 საათზე, „გირჩი“ აშშ-ს საელჩოსთან ელჩის მისასალმებელ აქციას გამართავს.

28 იანვარს, 17:00 საათზე, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსახლეობასთან ერთად, „ანას ბაღის“ დასაცავად აქციას გამართავს.

მის: ვარკეთილი, „ანას ბაღი“.

​საკონტაქტო: 599 85 47 22

28 იანვარს, 17.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის კომიტეტის სათათბირო ოთახი N638.

28 იანვარს, 17:00 საათზე, პროკურატურის მიერ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, EMC და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ი. აბაშიძის 12 ბ , EMC ოფისი

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა 593 73 75 03

28 იანვარს, 19:00 საათზე, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელი ჯაბა კვარაცხელია კოლხურ კოშკთან საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს