ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი სწავლების დროს ადრიატიკის ზღვაში კუნძულების, ზლარინისა და ზლაჩეს მიმდებარედ ჩავარდა. ამ ინფორმაციას Reuters ხორვატიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე. შემთხვევის ადგილზე ხორვატიის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მივიდნენ.
დაწყებულია სამაშველო ოპერაცია.