აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია

საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პრევენციისთვის სარფის საბაჟოსა და აეროპორტში სამედიცინო ბრიგადები არიან მობილიზებული.

„საქართველო შედის ე.წ. მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია საფრთხე ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის. თუმცა, ზოგადად რისკი ყველას გააჩნია, აქედან გამომდინარე არის მიღებული ზომები. ჩვენ ვართ საზღვრისპირა რეგიონი, სარფის საბაჟოზე მუშაობს საგანგებო სიტყუაციის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ყველა საეჭვო ნიშნების დროს მიმართავენ. შემოსული მოქალაქეები პირველად გადიან კონსულტაციას. მსგავსი უსაფრთხოება არის აეროპორტშიც. პირველ რიგში ხდება ტემპერატურის განსაზღვრა. საეჭვო შემთხვევაში არის სპეციალირი ბრიგადა რომელიც პაციენტს გადაიყვანს ინფექციურ კლინიკაში. ჯერ მსგავსი არაფერი არ ყოფილა“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო