ზვიად შალამბერიძე - პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით - ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალურ დელეგაციებთან ერთად პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც პოლონურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

როგორც აღინიშნა, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით და ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ რაჩკევიჩი ქუთაისში დაიბადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა