თორნიკე რიჟვაძე - აჭარის საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს - ამ პროექტების განხორციელების შედეგად კი 6000 ადამიანი დასაქმდება

„აჭარაში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაზრდილია, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მთავრობის 2020 წლის პირველი სხდომა გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში გასული წლის საინვესტიციო პროექტები შეაჯამა, ისაუბრა 2020 წლის გეგმებზე.

„გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში, აჭარაში განახლდა 45 პროექტზე მეტი, ერთი მილიარდი ლარის საინვესტიციო პორტფელით. მნიშვნელოვნია, რომ გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა აჭარაში. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში შეიქმნა 2000 სამუშაო ადგილი და წელს გავაგრძელებთ მუშაობას, რომ გვქონდეს არანაკლებ 6000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. რეგიონში ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი არის გაზრდილი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილშიც 9 თვის მონაცემით გვაქვს 43 % ზრდა, საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდი ლარია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ნაწილში გვაქვს შთამბეჭდავი შედეგი, 2019 წლის ბიუჯეტი 95%-ით შესრულდა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობითვე, დღეს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონში საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი