ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 3 თებერვლიდან, შესაძლოა კვლავ ჩაიკეტოს

ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი 3 თებერვლიდან შესაძლოა, კვლავ ჩაიკეტოს. ამის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ დაბაში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს დილით მიაწოდეს.

გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 24 იანვარს გახსნეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება ახალგორში მცხოვრებ იმ პენსიონერებს მისცეს, ვინც პენსიას ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს.

სპეციალური სიების საფუძველზე, 24 იანვრიდან დღემდე, ოკუპირებული ტერიტორია 200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რამდენიმე ათეული კი, პენსიის აღების და ახლობლების მონახულების შემდეგ, კვლავ დაბრუნდა ახალგორში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ახალგორელებს აღნიშნული რეგულაციით სარგებლობის 10 დღიანი ვადა მისცეს. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებულ დაბაში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 24 იანვრიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, 3 თებერვალს, ე.წ. გამშვები პუნქტი შესაძლოა კვლავ ჩაიკეტოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიხსნას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა