თორნიკე რიჟვაძე - „მუყაოს ქალაქში“ მშენებლობა თებერვლიდან დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქის შესახებ ისაუბრა.

„დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას. გავაგრძელებთ მუშაობას ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე კრიტერიუმის შემუშავების მიზნით. ეს მოგვცემს საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ ე.წ. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.

დასრულდა წინადადებების მიღება გამოცხადებულ მშენებლობის ტენდერზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა. ოცნების ქალაქთან დაკავშირებული საკითხი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური გამოწვევაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში თანმიმდევრულად ახორციელებს.

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს