თავდაცვის მინისტრი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოს მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზეც გაამახვილა და SNGP - ის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო განათლების სფეროში იტალიის წვლილს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება”,-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა