ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში გუდაურში პრეს-ტური გამართა

გუდაურში, 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, ფასდაკლების კვირეული ტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, Discount Week საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინიციატივით იმართება.

ფასდალების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გუდაურში პრეს-ტური გამართა. სხვადასხვა მედიაშუალებების წარმომადგენლებს სამთო-სათხილამურო კურორტზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ფასადაკლების კვირეულში გუდაურის 11 სასტუმროა ჩართულია. სამთო კურორტის განთავსების ობიექტები ქართველ და უცხოელ ტურისტებს 20-40 % ფასადაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილე ტურისტებს 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მთის კურორტების განვითარების კომპანია 2 დღიან სასრიალო აბონემენტზე 30% ფასდაკლებას სთავაზობს.

„ფასდაკლების კვირეულის მთავარი მნიშვნელოვანი ღირებულებაა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოგზაურობას. აღნიშნული პერიოდი კონკრეტულად არის შერჩეული, იქიდან გამომდინარე რათა უფრო მეტად ხელი შევუწყოთ სასტუმროებს გუდაურში. როგორც იცით კლიმატური პირობების გამო ნაკლებია თოვლის რაოდენობა კორორტზე, თუმცა აქვე აღსაღნიშნავია , რომ ყველა საბაგირო ოპერირებს, სასრიალოდ მზად არის რამდენიმე ტრასა. პროექტს ჩვენ ვანხორციელებთ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად 30 % ფასდაკლებას სთავაზობს საბაგირო აბონემენტზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გუდაურში ჟურნალისტებმა ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ჩართული ახალგახსნილი სასტუმროები „გუდაური ლოჯი,“ Best Western Gudauri დაათვალიერეს.

პრეს-ტურის მონაწილეებმა კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი დაათვალიერეს, სადაც 4 ფრანგი სპეციალისტი, ქართველ მეზვავეთა გუნდს 3 დღის განმავლობაში გადაამზადებენ.

პირველად საქართველოში, კობი-გუდაურის სასრიალო არეალში დამონტაჟედება სუპერთანამედროვე ზვავსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც საშუალებას იძალევა სრიალი უფრო უსაფრთხო გახდეს.

ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა