ლონდა თოლორაია - თითოეულ ჩვენგანს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების წინაშე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებობს გამოწვევები.

„საჭიროა ცნობიერების ზრდა საზოგადოებაში და მოქალაქეთა ჩართულობა ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროა ბევრად მეტი პროფესიონალი საჯარო და კერძო სტრუქტურებში, რომლებიც პატივს სცემენ სხვის პერსონალურ მონაცემებს და აცნობიერებენ პირადი ცხოვრების დაცულობის მნიშვნელობას, საჭიროა პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომა და უფრო მეტი მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალური მონაცემებისა და სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ინსპექტორმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 იქნება წელი, რომელიც დატვირთული იქნება ცნობიერების ამაღლების კამპანიებით.

„გააქტიურდება კომუნიკაცია საჯარო უწყებებთან და კერძო სექტორთან, რომლის მიზანი იქნება ახალი კანონის დანერგვის ხელშეწყობა და პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება. გააქტიურდება კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების შიდა და გარე საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. სამსახური აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი”, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა