თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - არაფერი გამოუძიებიათ - ღმერთია მოწმე, მძინარე ბავშვს ესროლეს და მოკლეს

ღმერთია მოწმე, ჩემი შვილიშვილი არც ტერორისტი იყო და არც ხელყუმბარა ჰქონია, - ასე შესაფასა თემირლან მაჩალიმაშვილის ბებიამ, პროკურატურის განცხადება,საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ელენე მაჩალიკაშვილი განმარტავს, რომ გამოძიებას აღარ ენდობოდა, თუმცა სჯეროდა, რომ თემირლანის უდანაშაულობას და შეცდომის დაშვებას აღიარებდნენ.

„სამი წელი გავიდა და არაფერი გამოუძიებიათ. ტერორისტი თუ ვინმეა ეგენი არიან, რაც იმ ღამეს გვიქნეს. ამ ხნის ქალი ვარ და მსგავსი არაფერი გამეგო და მენახა. ვიცოდი, რომ გამოძიება სამართლიანად არ მიდიოდა, მაგრამ მჯეროდა, რომ ადამიანობას გამოიჩენდნენ და უდანაშაულობას აღიარებდნენ. ღმერთია მოწმე, მძინარე ბავშვს ესროლეს და მოკლეს. თუ ყუმბარა ჰქონდა, სადაა ის ყუმბარა, რატომ არ გამოაჩინეს საქმეში. ხომ ხედავთ აღარ შეგვიძლია, მედიკომაც რომ მოისმინა ცუდად გახდა“, - განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, „სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა