პარლამენტში ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მსჯელობენ

ქალაქ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე პარლამენტში მსჯელობენ. შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენელი ესწრებიან. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა. მისივე თქმით, მოქალაქეების საქართველოში გადმოყვანა ყველა წესის, მათ შორის უსაფრთხოების და საკარანტინო წესების დაცვით მოხდება.

„საქართველო რჩება დაბალი რისკის ქვეყნებს შორის. ეპიდემიის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ თეორიული რისკები ცხადია, არის. სწორედ ამიტომ, პრევენციული ღონისძიებები ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით. დღევანდელი შეხვედრა დაიგეგმა იმისათვის, რომ გავეცნოთ როგორია ეპიდცენტრში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, შევაფასოთ როგორ ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში და განვიხილოთ ქალაქ ვუხანიდან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ გადმოყვანის შესაძლო ვარიანტი უსაფრთხოების ყველა წესის - როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების, ასევე საკარანტინო წესების დაცვით.

ჩინეთში მყოფი მოქალაქეების საქართველოში შემოყვანა მოხდება აქ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიის დაცვით. ჩვენ დღეს ამ სამოქმედო გეგმას და კონკრეტულ ნაბიჯებს განვიხილავთ,"- განაცხადა ხუნდაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეხვედრის დახურულ ფორმატში წარმართვის მიზეზი ხომ არ არის მოსახლეობაში პანიკის გაჩენის რისკის თავიდან არიდება, ხუნდაძე პასუხობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა პროფესიული საკითხები დახურულ ფორმატში უნდა იქნას განხილული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა