ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული გააჟღერა.

„თემები როგორ გადანაწილდება მოხსენების შიგნით, ეს არის მომხსენებლის საქმე და რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში პრიორიტეტებს არ გამოხატავს. მთავარი არის ის, რომ ოკუპაციაზე ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან. ეს არის მთავარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა