გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქერეში, ტენდერის დასრულების შემდეგ, გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, კაპიტალურად შეკეთდება სოფლის შიდა საუბნო გზა, რომელიც ქერეს მისასვლელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 969 მეტრ სიგრძის გზას - მოეწყობა გზის სავალი ნაწილი, მიერთებები, გვერდულები და ეზოებში შესასვლელები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 30 იანვარს დასრულდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 621 557 ლარია. ხელშეკრულების გაფორმებიდან კომპანია ვალდებულია სამუშაოები სამ თვეში დაასრულოს. ქერეს შიდა გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სასმელი წყალი სოფლის ყველა მაცხოვრებელს საკუთარ ეზოში 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა