ექიმის ინფორმაციით, ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბაგრატის ტაძრის გალავნიდან გადმოვარდნილი რუსი ტურისტი კლინიკაში იმყოფება. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის გიორგი ხუციშვილის თქმით, მოზარდს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა და მას ქალატვინის ღია ტრავმა და ქალაფუძის მოტეხილობა დაუდგინდა.

„მისი და მშობლების გადმოცემით, ტრავმა მიღებულია სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. მოყვანისას პაციენტი გონზე იყო. აღენიშნებოდა ღია ჭრილობა შუბლის არეში, თავბრუს ხვევა და თავის ტკივილი. გამოკვლევების შედეგად, დადგინდა დიაგნოზი - ქალატვინის ღია ტრავმა, ჰემატომა შუბლის წილში, ქალაფუძის მოტეხილობა. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიური დაკვირვების პალატაში. ამჟამად საკითხი ოპერაციული მკურნალობის შესახებ არ დგას. გადაკონტროლდება ანალიზები და კვლევები და შემდეგ განისაზღვრება საბოლოო მკურნალობის სტადია. ჯერჯერობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

ტურისტი ტაძრის გალავნიდან დღეს გადმოვარდა, ის გალავანზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“