ეპიდემიოლოგ სულხან მაჭარაშვილის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო აკვატორიაში მყოფი ჩინური გემი 24 ნოემბრიდანაა ზღვაში და ჩინეთთან კომუნიკაცია არ ჰქონია

ფოთის საზღვაო აკვატორიაში ჩინური გემი იმყოფება. როგორც ფოთისა და ყულევის პორტების სანიტარული სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის ეპიდემიოლოგმა სულხან მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გემი 24 ნოემბრიდან ზღვაში არის, ჩინეთთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ამჯერად ეკიპაჟის ჩამოსმა ნაპირზე არ იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, გემი ცარიელია, რეიდზე დგას და პორტში ჯერ არ შესულა.

„24 იანვარს ფოთის საზღვაო აკვატორიაში შემოვიდა ჩინური გემი, რომელიც შემოვიდა რუმინეთიდან. გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი ბოლოს ჩინეთში 24 ნოემბერს იმყოფებოდა, მას შემდეგ იქ არ შესულა. ეკიპაჟის წევრები ჩინელები არიან. როგორც ვიცით, აღნიშნული პირები არ აპირებენ დატოვონ გემი. შესაბამისად, კოორდინაციაში ვიმყოფებით საზღვაო ჯანდაცვის ცენტრთან, საქმის კურსში არიან და დღეის მდგომარეობით მათ არ გადმოუციათ დეკლარაციით, რომ არის რომელიმე დაავადებული ან არის რაიმე სახის საშიშროება.

შესაბამისად, ვმოქმედებთ პროტოკოლის მიხედვით. ტვირთი გემზე არ არის. დაიტვირთება ფოთის პორტში და გაემგზავრება. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ წინასწარ შემოგვდის დეტალური ინფორმაცია ყველა გემზე. წინასწარ ხდება შემოწმება და რისკების შეფასება. გემი დაახლოებით ხვალ შემოვა და დაახლოებით 3-4 დღე დარჩება“, - განაცხადა სულხან მაჭარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს