ანონსი 29 იანვარი

29 იანვარს, 10:30 საათზე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ სასტუმრო „რუმსში“, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

29 იანვარს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 იანვარს, 11:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში პარტიის ლიდერები ანა ნაცვლიშვილი და გრიგოლ გეგელია განცხადებას გააკეთებენ პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლასთან დაკავშირებით.

მის: „თბილისი ცენტრალის“ მეორე სართული

საკონტაქტო ნომერი: 577403734

29 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: შარტავას N7

საკონტაქტო: თაია მახარაშვილი - 558 88 82 82

29 იანვარს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

29 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, თინათინ ბოკუჩავას ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

29 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთი დახმარებას არ ჩქარობს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? ენგურჰესის რესურსები. ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებები ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I).IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 იანვარს, 11:30 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ხუციშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

29 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთი დახმარებას არ ჩქარობს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? ენგურჰესის რესურსები. ოკუპირებულ აფხაზეთში განვითრებული მოვლენები. ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადებები ქართულ მხარესთან დიალოგის შესახებ.

მის: კოსტავას ქ. 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 იანვარს, 12:00 საათზე, კომპანია „ლაქისთრიმის“ თანამშრომლები პრესკონფერენციას გამართავენ.

მის: ჰეიდარ აბაშიძის ქ.3

საკონტაქტო პირი ვახტანგ ქარელი: 574 05 53 35

29 იანვარს, 12:00 საათზე, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ონკოლოგიის მართვის ცენტრს დაარეგისტრირებს.

მის: სანაპიროს #2. (იუსტიციის სახლი)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

29 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ხატია დეკანოიძე და პოლიციელი გიორგი დვალიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

29 იანვარს, 12:00 საათზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება.

მის: საქართველო ეროვნული ბანკი, სანაპიროს #2, მე-5 სართული

29 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პირების, ბესიკ თამლიანის, ცოტე სოსელიას, კახაბერ კუპრეიშვილისა და ზურაბ ბუდაღაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 იანვარს, 13:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე გლდანში მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ახლად რეაბილიტირებულ სერვისცენტრს დაათვალიერებს.

მის: სარაჯიშვილის ქ. N1გ. გლდანის გამგეობის შენობა, ავჭალის გადასახვევის და ქერჩის ქუჩის გასაყარზე.

საკონტაქტო პირი: ეკა ბახუტაშვილი 598163235

29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დონორთა ყოველწლიურ ფორუმს გახსნის.

ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მის: სახელმწიფო ცერემონიების სასახლე.

29 იანვარს, 14:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, რუბენ სადოიანთან შეხვედრას გამართავენ.

ფრაქციის სათათბირო ოთახი N218 (C კორპუსი, II სართული)

29 იანვარს, 16:00 საათზე „2020NEWS“- ის პრესკლუბში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, მალხაზ მაჩალიკაშვილი, მედიკო მარგოშვილი და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ახალი დეტალები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში.

მის.: პეკინის 34, ბიზნესცენტრი საბურთალო, მესამე სათული

საკონტაქტო ტელეფონი: 514 33 49 49

ხათუნა ლაგაზიძე  - „ოცნება“ ისეთ თავდაღმართშია, ვერავინ გეტყვით, როდის, რა მომენტში აფეთქდება - პლებისციტზე საუბარმა აზრი დაკარგა, მოლაპარაკება აუცილებელია, მაგრამ უპირობოდ - რიგგარეშე არჩევნებზე
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველი და რა იქნება საქართველოს მოქალაქეების ანაზღაურება?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.03.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)