უკრაინული მედია - სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დასჯაზე საუბარს თავი აარიდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ იუწყება.

„გამოსვლისა და დეპუტატებთან ურთიერთობისთვის, ზურაბიშვილს, 60 წუთი ჰქონდა. როგორც წესი, უცხო ქვეყნის ლიდერები ამ დროის უმეტეს ნაწილს კითხვებზე პასუხისთვის იყენებენ. ამ ტრადიციის საპირისპიროდ, ზურაბიშვილმა 50 წუთი ისაუბრა, მინიმალური დრო კი კითხვებს დაუთმო. რუსეთის დასჯის საკითხზე დასმულ კითხვას, მან პასუხი მაინც არ გასცა“ ,- წერს გამოცემა.

მედიასაშუალების თანახმად, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ალექსეი გონჩარენკომ ზურაბიშვილს სთხოვა, აეხსნა, დაუჭერს თუ არა ოფიციალური თბილისი მხარს იდეას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

საქართველოს ლიდერმა თავი აარიდა არსებით კომენტარებს და აღნიშნა, რომ „რუსეთი მართლაც არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. პრობლემა იმაშია, რომ რაც უფრო დიდია სახელმწიფო, მით ნაკლებია მისდამი ყურადღება მონიტორინგის პროცედურების ფარგლებში“.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას, ასევე, თავს არიდებდა რუსეთის დასჯის ხსენებას საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის გამო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია