გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის გასასვლელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავარიის შედეგად არასრულწლოვანია გარდაცვლილი, 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა კი სხეულის მძიმე დაზიანებებით თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, ავარია გორიდან სოფელ ტინისხიდის გასასვლელში, ერთი მიმართულებით მოძრავი 2 ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს