გორში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული, მძიმეა.

თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ახალგაზრდას, რომელსაც ქალა-ტვინის მძიმე ხარისხის ტრავმა აქვს მიღებული, უტარდება კვლევები და მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი ღონისძიებები, გამოძახებულია ნეიროქირურგი.

ავარიისას მსუბუქად დაშავებული კიდევ ერთი პირი, 16 წლის მოზარდი, კლინიკა ,,გორმედშია“ გადაყვანილი, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის გასასვლელში მოხდა. კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, სოფელ ტინისხიდთან ახლოს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 16 წლის ბიჭი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა