კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე, დაინფიცირებულთა კი - 5 974-მდე გაიზარდა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132 ადამიანამდე, დაინფიცირებულთა კი - 5 974-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ჩინეთის ეროვნულმა ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა როადენობამ, ერთ დღეში 26-ით, დადასტურებული შემთხვევების კი - 1500-ით მოიმატა.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთს გარეთაც, მათ შორის გერმანიაში, სადაც ვირუსით უკვე ოთხი ადამიანია დაინფიცირებული.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა