კონგრესმენი პიტ ოლსონი ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტს უწოდებს და კონგრესმენებს საქართველოში საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ამერიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა და კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას და ხმა აიმაღლონ საქართველოში თავისუფლების დასაცავად.

„მაქვს კითხვა: რა საერთო აქვთ “სეზამის ქუჩის” პერსონაჟ Oscar The Grouch-ს და ქართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? რა აქვთ მათ საერთო? ორივე მათგანი არის მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანაგვიანებს. ვლადიმერ პუტინის მარიონეტი თავს დაესხა ინვესტიციის განხორციელებას და დააზიანა ადამიანის ძირითადი უფლებები საქართველოში”, – აღნიშნა პიტ ოპლსონმა.

კონგრესმენის თქმით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მოთხოვნას, ქვეყანაში კორუფციისა და რუსეთის გავლენის დასრულების შესახებ.

კონგრესმენმა ისაუბრა ამერიკულ ნავთობკომპანია Frontera Resources-ზე.

„ის წლების განმავლობაში ქმნიდა სამუშაო ადგილებს ამერიკასა და საქართველოში, ის ქმნიდა თავისუფლებას საქართველოში. ეს ხდებოდა მანამ, სანამ საქართველოს მთავრობამ ხელში ჩაიგდო ყველა მისი ოპერაცია და დაეუფლა მათ ტექნიკას. რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი საქართველოს ნავთობზე კონტროლის მოპოვების გამო ბედნიერია, მარიონეტი ივანიშვილი კი - მდიდრდება,“ - აღნიშნა კონგრესმენმა.

პიტ ოლსონმა კონგრესმენებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს საქართველოში.

„გამოღვიძების დროა, ვინაიდან საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს საქართველოში ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შემომიერთდით და ხმა ავიმაღლოთ საქართველოში თავისუფლების დასაცავად,“- განაცხადა კონგრესმენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა