რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, მათი შვილი კი ჰოსპიტალიზებულია

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ორი ადამიანი გარდაიცვალა, მესამე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გარდაცვლილები 53 და 57 წლის ცოლ-ქმარი არიან, მათი 25 წლის შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის" გახდა ცნობილი, ოჯახი ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავრებ ბინაში ცხოვრობდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" თანამშრომლები.

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი გასულ კვირასაც გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში 2 ადამიანი CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს