ფოთში მოვაჭრეებმა, რომლებიც თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ, საავტომობილო გზა გადაკეტეს

ფოთში მოვაჭრეები თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ. მათ გადაკეტილი აქვთ მეგრელიშვილის სანაპიროზე საავტომობილო გზა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზის რეალიზაციისთვის არსებული სავაჭრო კონსტრუქციის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ისინი თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო და რატომ გაახსენდა მერიას ეს დღეს.

მოვაჭრეებს ხელისუფლება ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია.

„მერიის დადგენილებაა თევზის ბაზრობის დახურვის შესახებ. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება, რომ ბაზრობა გაეხსნა, მან მოგვიწყო და კარგად ვიყავით. მაცივრების გარეშე არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობები გვაქვს, წყალი, შუქი, მაგრამ დადგენილება მოვიდა მერიიდან ბაზრის დახურვის შესახებ. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი მაგრამ, 36 კვადრატში ფიზიკურად 7 ადამიანი თავისი მაცივრებით, ვერ დაეტევა. ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას. ბანკის ყოველდღიური გადასახადი გვაქვს“, - განაცხადა თევზის რეალიზატორმა ლალი ქორჩილავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა