ფოთში, მოვაჭრეებს, რომლებიც თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ, მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში გამოეხმაურნენ

ფოთში, მოვაჭრეებს, რომლებიც თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ, მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში გამოეხმაურნენ. როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ , ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ შეხვდნენ თევზის რეალიზატორებს და შეთანხმება შედგა, რომ ისინი დატოვებდნენ ობიექტს, სადაც ვაჭრობას ახორციელებდნენ და ალტერნატიულ ფართში განთავსდებოდნენ.

„ჩვენ ნაპირდაცვის სამსახურის მიერ ვართ გაფრთხილებული, რომ ეს ტერიტორია გავანთავისუფლოთ. გუშინ შედგა შეთანხმება თევზით მოვაჭრეებსა და მუნიციპალიტეტს შორის, რომელსაც ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე. შევურჩიეთ ორი ვარიანტი, ერთი შ.პ.ს „ლუკას“და მეორე შ.პ.ს. „კოლხა 97“- ის ტერიტორიაზე, მოილაპარაკეს იჯარის თანხაზე „კოლხასთან“ და დღეს რა მოხდა არ ვიცით. ამიტომ მუნიციპალიტეტი მუშაობს ამ თემაზე, რატომ დაირღვა ეს შეთანხმება, ჯერჯერობით არ ვიცით. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში შევეცდებით მივაღწიოთ შეთანხმებას“, - განაცხადა არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თენგიზ შონიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა