დიმიტრი პესკოვი - მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ძალიან მცდარი პოზიცია ჩვენი ბაბუების ხსოვნას შეურაცხყოფს

კრემლში, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, უკრაინა ზურგს უმაგრებს პოლონეთის „ძალიან მცდარ“ პოზიციას.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ განცხადებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის მცდარია და შეურაცხყოფს ჩვენი ბაბუების ხსოვნას“,-განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის ლიდერმა პოლონეთის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ერთოვლივ პრესკონფერეციაზე მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლზე ისაუბრა.

„პოლონეთმა პირველად განიცადა ტოტალიტარული რეჟიმების კრიმინალური დაპირისპირების შედეგები. ამან მეორე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა და საშუალება მისცა ნაცისტებს, სასიკვდილო ჰოლოკოსტის მანქანა აემოქმედებინათ“,-განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, პოლონეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება მეორე მსოფლიო ომის საკითხთან დაკავშირებით გასულ თვეს დაიწყო, როცა ვლადიმერ პუტინმა პოლონეთი ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და პოლონეთის ელჩს ნაცისტურ გემანიაში „ანტისემიტი ღორი“ უწოდა. მოგვიანებით კომენტარები გაკეთდა ვარშავაშიც, სადაც ქვეყნის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინი ისტორიის გადაწერის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა