ხატია დეკანოიძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი დიპლომატებს ხვდებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი დიპლომატებს ხვდებიან. როგორც ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დიპლომატიურ წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდიან თავდაცვის ყოფილი მინისტრის ძმის, ვახო (კიტა ) იზორიასა და საპატრულო პოლიციელის გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე.

"ინფორმაციას მივაწვდით იმ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2014 წელს და რომელიც ახლა გასაჯაროვდა. პირველ რიგში, ეს არის მაღალჩინოსნების ჩართულობა, მინისტრის და ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, რომელმაც დაწვრილებით იცოდა, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის დაფარვა მოხდა და მაღალჩინოსნებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. დიპლომატებს ასევე ინფორმაციას მივაწვდით იმის შესახებ, რომ გიორგი დვალიშვილის ოჯახზე და პირადად მასზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება, სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე", - განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ წარმოადგინა გიორგი დვალიშვილმა ვახო (კიტა) იზორიასთან დაპირისპირების ამსახველი ჩანაწერი თავის დოზე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს თუ ასეთი კითხვები აქვს მაიორ გიორგი დვალიშვილის მიმართ, ურჩევს სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოებს, რომ "ამ დანაშაულებრივი სქემით" დაინტერესდნენ და კითხვები დვალიშვილს დაუსვან.

ხატია დეკანოიძის თქმით, დვალიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. "ამ ხნის განმავლობაში არც ერთი კითხვა არ დაუსვამს საგამოძიებო ორგანოს, თუნდაც იმასთან დაკავშირებოთ, რაც ახლა ძალიან აწუხებს ვახტანგ გომელაურს და "ქართულ ოცნებას",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა