ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქუთაისში კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „დაგი+“ ასრულებს.

კრილოვის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება. დასასრულს უახლოვდება ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მოწყობა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა. დაიდგმება ძელსკამები. სამუშაოებს ასრულებს შპს „ნიუ სთაილი“ და მისი ღირებულებაა 485 113 ლარი.

„ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქალაქის მასშტაბით. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. სამუშაოებია კრილოვის ქუჩაზე, სულხან საბას გამზირზე და მალე დაიწყება კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია. ტენდერია გამოცხადებული 8 სკვერის და შიდა კვარტალური გზების მოწყობაზე. ასევე, გარემონტდება 3 მუსიკალური სასწავლებელი და 1 სახელოვნებო სკოლა. მიმდინარე წელს ქალაქში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის იერსახეზე", - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს